ახალი ამბები
ხანძრის შედეგად ახალციხეში რამდენიმე სახლის სახურავი დაიწვა
ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე სამი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა. შემთხვევა 20 მარტს, დაახლოებით 23:30 საათზე მოხდა. ხანძარი სავარაუდოდ ერთ შენობაში გაჩნდა და შემდეგ მეზობელ სახლებზე გადავიდა.
ცეცხლის ჩასაქრობად სახანძრო- სამაშველო სამსახურის ახალციხის ჯგუფების გარდა მუშაობდნენ მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც. ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ქალაქ ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე.

ხანძრის გამომძვევი მიზეზები უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ინფორმაციას მე-9 არხი ავრცელებს The most famous porn site nm porn watch free porn.
Print