ახალი ამბები
დეკემბერში სასტუმროს ფასების ინდექსი ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთში იყო
PMC კვლევითი ცენტრი 2023 წლის დეკემბრის სასტუმროს ფასების ინდექსს აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის დეკემბერში, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, 10.9%-ით გაიზარდა.

სამ, ოთხ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.0%-ით, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები კი 7.0%-ით გაიზარდა.

სასტუმროს ფასების თვიური ინდექსი (დეკემბერი) ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთში (25.1%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი სამეგრელო-ზემო სვანეთში (0.0%).

წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიში (19.6%), ყველაზე ნაკლები კი თბილისში (-11.5%).
Print