6 ოქტომბერს ბორჯომი რეგიონულ შეჯიბრს უმასპინძლებს კალათბურთში
თამაში 12 საათზე, #1 ჩამომსხმელი ქარხნის მიმდებარედ არსებულ ახალ სტადიონზე დაიწყება. მონაწილეობის მიღება 15 წლიდან ზემოთ სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ 4 წევრიან გუნდებს შეუძლიათ. დეტალური ინფორმაციის ნახვა მათთვის ბორჯომი გულშემატკივარის ფეისბუქ გვერდზეა შესაძლებელი. ღონისძიების მასპინძელია მინერალური წყლის ბრენდი "ბორჯომი", პროექტით "ბორჯომი სპორტის გულშემატკივარი". ორგანიზატორი კი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა.
Print