ბაკურიანში პირველი საერთაშორისო შეჯიბრი წარმატებით დასრულდა
16-17 თებერვალს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გამართული შეჯიბრი სკი კროსში წარმატებით ჩატარდა.
2010 წლიდან სკი კროსი ოლიმპიური სპორტის დისციპლინაა.
საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს, ავსტრიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ყაზახეთის და ავსტრალიის მოთხილამურეებმა მიიღეს.
სულ 25 სპორტსმენმა იასპარეზა.
საპატიო, საპრიზო ადგილები ავსტრიელმა და ავსტრალიემა სპორტსმენებმა გაინაწილეს. მოპოვებული ქულები მათ მსოფლიო თასის ეტაპებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.
ბაკურიანის შეჯიბრი უცხოელი დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა. ფრანგი და გერმანელი სპეცილისტების კონსულტაციის შედეგად იქნა აშენებული სპეციალური, ხელოვნურად გათოვლიანებული ტრასაც. მკაცრად იყო დაცული უსაფრთხოების ის ზომები, რასაც საერთაშორისო სტანდარტი მოითხოვს.
საქართველოში პირველად ჩატარებულმა საერთაშორისო შეჯიბრმა უცხოელი სპეციალისტების დადებით შეფასება დაიმსახურა. “მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზატორს, ვინს საქართველოს მხრიდან იყო ჩართული პროცესში. დიდი მადლობა სათხილემურო ფედერაციას, გაწეული შრომისთვის, მათთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო. ყველა ეჭვი, რომელიც შეჯიბრებამდე არსებობდა იმის შესახებ, თუ რამდენად მზადაა ბაკურიანი საერთაშორისო კლასის შეჯიბრის ჩასატარებლად, ახლა უკვე გამქრალია, რადგან ეს ორდღიანი ტურნირი წარმატებით დასრულდა. მიიღეთ ჩემი მილოცვები და კომპლიმენტები“ - განაცხადა FIS - ის ტექრნიკურმა დელეგატმა, რაინჰალდრუდოლფ კრამპფელმა დაჯილდოების ცერემონიის დასრულებისას.
სკი კროსის შეჯიბრის ბაკურიანში ჩატარება წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად. აპლიკანტი ქვეყნების რეგისტრაცია 31 მარტამდე მინდინარეობს. სწორედ მარტის ბოლოს გახდება ცნობილი რომელი ქვეყნები გაუწევს საქართველოს კონკურენციას.
სკი კროსის შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრის პარტნიორი იყო კომპანია „სილქნეტი“, რომელიც 2008 წლიდან ფედერაციის გენერალური სპონსორია.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.