ბატუტზე ხტომაში გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
პორტუგალიაში მიმდინარე ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატზე გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა - ნინო ქორიძის, ანა ლაპიაშვილისა და მაია ბოჭორიძის შემადგენლობით, გუნდურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონობა ისტორიაში პირველად იზეიმა.

საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ცნობით, ნინო ქორიძემ, ანა ლაპიაშვილმა და მაია ბოჭორიძემ ყველას აჯობეს კვალიფიკაციაში და 276.00 ქულით პირველი ადგილი მოიპოვეს.

რამდენიმე საათის შემდეგ გაიმართა ფინალური ასპარეზობა, სადაც გოგონებმა არ დათმეს საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებული ადგილი და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
Print