კალათბურთის ტურნირი - ბორჯომში ერთმანეთს დაწესებულებები ეჯიბრებიან
19:55 / 25.03.2024
დღეს დაიწყო ბორჯომში კალათბურთის
ტურნირი ორგანიზაციებს შორის.ტურნირს უკვე ტრადიციული ხასიათი
აქვს და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ტარდება. შეჯიბრში
ბორჯომში არსებული დაწესებულებების გუნდები მონაწილეობენ.
გამარჯვებულის ვინაობა კი ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
ტურნირს სამი გამარჯვებული გუნდი ეყოლება, რომლებიც ბორჯომის
მერიისგან ფულადი თანხით დაჯილდოვდებიან.