ბორჯომში უბნებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატი დასრულდა
ბორჯომში, უბნებს შორის, ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.

ფინალში ერთმანეთს ბორჯომის ე.წ ახალშენის და ჩარხისწყალის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ახალშენის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ჩემპიონატი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

ჩემპიონატში 10 გუნდი მონაწილეობდა, საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს, ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან, სიგელები, მედლები, თასი და ფულადი ჯილდო გადაეცათ:

პირველი ადგილი - ბორჯომის ახალშენის გუნდს 900 ლარი გადაეცა;
მეორე ადგილი - ბორჯომის ჩარხისწყალის გუნდს 600 ლარი გადაეცა;
მესამე ადგილი -სოფელი ყვიბისის გუნდს 300 ლარი გადაეცა;


ფინალს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სპორტული აქტივობის დაგეგმვას მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.