ბაკურიანს და გუდაურს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისა (FIS) და Infront Sports & Media-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ
მთის ტრასების სააგენტოს (MTA) ორგანიზებით, გუდაურსა და ბაკურიანს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისა (FIS) და Infront Sports & Media-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

2023-2024 წლის მსოფლიო თასების გასამართ ღონისძიებებთან დაკავშირებით, FIS-ის დელეგატებმა გეგმიური ინსპექტირება განახორციელეს კურორტებზე ინფრასტრუქტურისა და საშეჯიბრო ტრასების მიმართულებით, ხოლო Infront Sports & Media-ს წარმომადგენლებმა განსაზღვრეს ლოკაციები, საიდანაც მედია ტრანსლირება განხორციელდება.

"მსოფლიო თასის წინ, ჩამოვედით გუდაურში ინსპექტირებისთვის. ჩვენ ვიხილეთ არაჩვეულებრივი მთა, კარგი ბუნებრივი მახასიათებლებით. ძალიან მოტივირებული გუნდი დაგვხვდა, იმისთვის რომ მსოფლიო თასები კარგად ჩავატაროთ. მოუთმენლად ველოდები, როდის დავბრუნდები გუდაურში, რათა ვიმუშაო ამ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად“- განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დელეგატმა, ნიკოლა ვოდრუმ.


"2023- 2024 წლის ზამთრის სეზონი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საერთაშორისო ღონისძიების მიმართულებით დატვირთულია კალენდარი, როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში. საერთაშორისო დელეგატები იმყოფებიან, რათა შეაფასონ ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოები. მათი შეფასებები არის ძალიან პოზიტიური, შესაბამისად, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი მსოფლიო თასის ეტაპებსაც ღირსეულად უმასპინძლებს."
- განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.


Print