FIS - ის სანქციების გამო, შეჯიბრში მონაწილეობას არ იღებენ რუსი სპორტსმენები
ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპზე ფრისკის ტრასა ქალებმა გახსნეს. ბაკურიანში ფრისკისა და სნოუბორდ სლოუფსტაილის მსოფლიო თასის ეტაპები, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით და კომპანია სილქნეტის გენერალური სპონსორობით მიმდინარეობს.
ამ სახეობებში ფინალები 5-6 მარტს, ისტორიულ კურორტზე იმართება და მასში 40 ზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. სლოუფსტაილის ათლეტები ფასდებიან მათი ამპლიტუდის, ორიგინალურობისა და ილეთების ხარისხით. თითოეული მონაწილე ტრასაზე სამჯერ დაეშვება და ფინალისტები 8-კომპონენტიანი ქულების ჯამით გამოვლინდებიან.



მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპებზე სათანადო ქულები ქართველმა სპორტსმენებმაც უნდა დააგროვონ, რომ მოიპოვონ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება, რომელიც ასევე ბაკურიანში გაიმართება.

2022 წლის FIS-ის ეტაპზე საქართველოდან მონაწილეობენ ბუთა ელოშვილი, ლუკა ჩოფიკაშვილი
(თხილამურები);ჯაბა სხვედიანი (სნოუბორდი).



5 მარტის ფინალური ეტაპზე, კაცებს შორის ფრისკი სლოუფსტაილის სახეობაში, უდავო
უპირატესობა შვეიცარიელ სპორტსმენებმა მოიპოვეს . გამარჯვებულთა სამეული ასე
გამოიყურება:
ენდრი რაგეტლი - შვეიცარია
კოლინ ვილი - შვეიცარია
ტიერი ვილი - შვეიცარია
ქალთა შორის სამეული კი ასე გადანაწილდა:
მეგან ოლდემი - კანადა
სარა ჰოფლინი - შვეიცარია
ალია დელა აიჰინგერი - გერმანია



FIS - ის სანქციების გამო, შეჯიბრში მონაწილეობას არ იღებენ რუსი სპორტსმენები. მსოფლიო თასის ეტაპი უკრაინელებთან სოლიდარობით და ხსოვნის დუმილით დაიწყო.
საშეჯიბრო ყველა ქიქერზე უკრაინის დროშები განთავსდა. მონაწილეები უკრაინის ატრიბუტიკით ასპარეზობენ. მსოფლიო თასის ეტაპები 6 მარტს სნოუბორდ სლოუფსტაილით გაგრძელდება.

საქართველოში ჩატარებული ყველა სატესტო ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით მიმდინარეობს და 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის
ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ბაკურიანში გამართვის წინაპირობაა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.