სოციალური ვიდეო
მალხაზ ლაშხის სუვენირები ბოთლში
ბორჯომელი მალხაზ ლაშხი მინიატურულ ფიგურებს მინის ბოთლებში ათავსებს და სუვენირებს ამზადებს. ყველაზე საინტერესო და ჯადოქრული პროცესი ბოთლში ნივთების მოთავსებაა. ჯერ პატარა ფიგურებს თლის, მცირე დეტალებს ამზადებს, შემდეგ ამ ყველაფერს დაშლილ ან ნახევრადდაშლილ მდგომარეობაში ბოთლში დებს და ხელსაწყოებით იწყებს ბოთლშივე ფიგურის აწყობას და სასურველი ფორმის მიცემას.
Print