ტურიზმი
"გზა რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ბაკურიანს და დიდ მიტარბს აქცევს ერთ-ერთ ულამაზეს, ყველაზე თანამედროვე კურორტად"-გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობა დიდი მიტარბის ქალაქმშენებლობის გეგმას ამტკიცებს - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, დოკუმენტი დიდი მიტარბის არეალის გეგმაზომიერ განვითარებას ითვალისწინებს.


პრემიერის თქმით, საუბარია, როგორც საცხოვრებელი ზონის განვითარებაზე, ისე სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდასა და ბაკურიანი-დიდი მიტარბის მთელი კომპლექსის სასრიალო ტრასების ერთმანეთთან დაკავშირებაზე.

„ეს გეგმა და ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ბაკურიანს და დიდ მიტარბს აქცევს ერთ-ერთ ულამაზეს, ყველაზე თანამედროვე და განვითარებულ სამთო-სათხილამურო კურორტად, მაგრამ არა მხოლოდ ზამთრისთვის, არამედ ოთხი სეზონისთვის. საუბარია დიდი მიტარბის მიმართულებით 5 000 საწოლი ადგილის განვითარებაზე, ასევე იქ იქნება კვების ობიექტები, სარეკრეაციო სივრცე, ადმინისტრაციული შენობები და ა.შ. დიდი მოცულობის სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურა, სპორტული კომპლექსები, კინოთეატრები, ველოპარკები, განვითარდება ძირითადად ბაკურიანში და მთლიანობაში, ეს კომპლექსი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი საქართველოში ტურიზმისათვის. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ეს განვითარება მოიტანს ბაკურიანში, დიდ მიტარბში და როგორც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული, 100 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ყველა ადამიანის ცხოვრების დონეზე ძალიან დადებითი ზეგავლენა ექნება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.