ვალუტა
USD
USD
1
2.6594
EUR
EUR
1
3.0144
RUB
RUB
100
4.0028
GBP
GBP
1
3.3346
TRY
TRY
1
0.4940
ბორჯომი -6 - 4 °C
img
ახალციხე -8 - 3 °C
img
თბილისი 0 - 8 °C
img
ასპინძა -11 - 3 °C
img
ახალქალაქი -12 - 0 °C
img
ინტერაქტიული მულტიმედია
როგორი იქნება ბორჯომის საახალწლო ნაძვის ხე

ბოლო რამდენიმე წელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა საახალწლოდ  ქალაქის ცენტრში ბუნებრივ ნაძვებს გირლიანდებით და განათებებით რთავს.

მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომი ნაძვთან ასოცირდება,  ქალაქი არასდროს  გამოირჩეოდა საახალწლო  ნაძვის ხით.  ბოლო 15 წლის განმავლობაში ბორჯომში ხელოვნური ნაძვის ხე არ დადგმულა.








ნაძვის ხეები რუსთაველის მოედანზე, რომელსაც წლებია საახალწლოდ რთავენ



ასე გამოიყურებოდა გასულ წელს საახალწლო ნაძვის ხე ბორჯომში.  ქალაქის ცენტრში ბუნებრივი  ნაძვი მუნიციპალიტეტის მერიამ განათებებით მორთო.  ნაძვის ხის ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი მღელვარება გამოიწვია. ადგილობრივების მხრიდან   კრიტიკა მოჰყვა. ბორჯომის საახალწლო ნაძვის ხე თვეების განმავლობაში იყო განხილვის თემა.


2018 წლის საახალწლო ნაძვის ხე ბორჯომში

წელს კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა საახალწლოდ ხელოვნური ნაძვის ხე შეიძინოს, რომელიც რუსთაველის მოედანთან არსებულ სკვერში დამონტაჟდება.





რუსთაველის მოედანი

ხელოვნური ნაძვის ხის შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა.  ნაძვის ხე 20 დეკემბრამდე უნდა დამონტაჟდეს.

სავარაუდოდ ასეთი იქნება ბორჯომის ახალი ნაძვის ხე


როგორც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე ამბობს: „ქალაქის ცენტრში განთავსდება  12 მეტრიანი, პირამიდული ტიპის ნაძვის ხე. იქნება ძალიან ეფექტური და ლამაზი, ასევე განათდება მიმდებარე ტერიტორია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე“.

 

ნაძვის ხე და საახალწლო მოწყობილობები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას  დაახლოებით 100 ათასი ლარი დაუჯდება.

FaceBook Twitter Google
დღის პოპულარული სიახლე
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია დასრულდა
25 ნოემბერს დაწყებული „ნარინჯისფერი“ კამპანია, გენდერული ნიშნით  ძალადობის წინააღმდეგ, ბორჯომში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.
12:18 / 12.12.2018
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456