კლიმატ ამბები
რა დაემართება შენობებს კლიმატის კრიზისული ცვლილების შემდეგ
კლიმატის ცვლილება ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე მოახდენს გავლენას, იმ შენობების ჩათვლით, რომელშიც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანთა უმეტესობა დროის 90 პროცენტს შენობაში ატარებს. კლიმატის ცვლილება კი ძირეულად ცვლის იმ გარემო-პირობებს, რომელზეც ეს შენობებია გათვლილი.

არქიტექტორები და ინჟინრები ქმნიან შენობებს, ხიდებს და უამრავ სხვა სახის ნაგებობას, რომელიც გათვლილია ადგილობრივ კლიმატზე. შენობები იგება ისეთი მასალებით და არის ისეთი დიზაინის, რომ გაუძლოს გარკვეული დონის ტემპერატურის ცვლილებას, წვიმას, თოვლს, ქარს და ისეთ გეოლოგიურ მოვლენებსაც, როგორიცაა მაგალითად მიწისძვრა, წყლის დონის დაცემა ან მიწისქვეშა წყლების დონის ცვლილება.

როცა ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი პარამეტრი მომატებულია, ჩნდება შანსები იმისა, რომ ნაგებობა დაიშალება.
თუ არის ძლიერი ქარი, შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს. ძლიერი წვიმების შემდეგ, წყლის დონემ შეიძლება მოიმატოს, რაც სავარუდოდ, შენობის საძირკველს საფრთხეს შეუქმნის. ეს ნორმალურია და ამ ყველა პრობლემის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ასეთი სიტუაციების შემდეგ შენობები ხელახლა უნდა გარემონტდეს, დამატებითი ზომების მიღებით კი მომავალი საშიშროების რისკებს შევამცირებთ.

მაგრამ, დროთა განმავლობაში, კლიმატის კრიზისული ცვლილება გამოიწვევს ყველა განსაზღვრული პარამეტრის გადაჭარბებას. ზოგიერთი ცვლილება, როგორიცაა ჰაერის ტემპერატურის და ტენიანობის ზრდა, მუდმივი იქნება. თუ ადრე ძლიერი წყალდიდობა საუკუნეში ერთხელ ხდებოდა, ახლა რეგურალურად მოხდება.






ზემოქმედების ზოგიერთი ნაწილი უკვე ძალიან აშკარაა. სახლები იქნება მეტად გადახურებული და მაცხოვრებლების სიცოცხლე რისკის ქვეშ აღმოჩნდება, მსგავსი რამ მოხდა ჩრდილოეთ ამერიკაში "სიცხის გუმბათის" დროს. მომავალში ხშირად მოხდება წყალდიდობა და გავრცელდება უფრო დიდ არეალზე, რის გამოც ზოგიერთი ტერიტორიის დატოვებაც კი შეიძლება გახდეს საჭირო. მაგალითად, უელსში არსებული სოფელი Fairbourne არის დატბორვის საშიშროების მაღალი რისკის ქვეშ. კლიმატის ცვლილების კომიტეტმა ბრიტანეთში ასეთი ორი შემთხვევა განსაზღვრა.

ასეთი ზემოქმედების ლოკალიზება და შეკავება მარტივად შეიძლება. მაგალითისთვის გადახურებისთვის ხელის შეშლა ფანჯრების დაჩრდილვით, კარგი იზოლაციითა და სათანადო გაგრილებით შეგვიძლია.






ბეტონის კიბო


საინტერესოა, როგორ გავლენას მოახდენს კლიმატის ცვლილება რკინა-ბეტონზე, რომელიც დედამიწაზე ყველაზე ხშირად გამოყენებადი მასალაა. ბეტონით შენდება ხიდები, ცათამბჯენები და სხვადასხვა სახის ნაგებობა. მას შემდეგ რაც ბეტონი გაშრება, ნაგებობა ძალიან მყარი ხდება. თუმცა ცხელი და ტენიანი კლიმატის გამო ვეღარ იქნება ისეთივე სიმტკიცის. როცა ბეტონის შიგნით არსებული რკინა იწყებს დნობას, ფართოვდება, რის შემდეგაც იწყება დაჟანგვის პროცესი, რაც ბეტონში ბზარების გაჩენასა და მის დაშლას იწვევს. ამ მოვლენას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "ბეტონის კიბოს".

საშიშროების ქვეშ არიან სანაპირო ზოლში არსებული შენობებიც, რადგანაც მარილიან წყალში ქლორიდი აჩქარებს ჟანგვის პროცესს. ზღვის დონის ამაღლება კი გავლენას მოახდენს შენობის საძირკველზე. ასევე, მარილიანი წყლის ნაკადი ძლიერ ქარებს გაოიწვევს.

ამავე დროს, რკინა-ბეტონზე გავლენას კარბონიზაციაც (ნახშირორჟანგით გაჯერება) ახდენს, როცა ჰაერში არსებული ნახშირორჟანგი რეაქციაში შედის ცემენტთან და წარმოქმნის განსხვავებულ ქიმიურ ელემენტს, კალციუმის კარბონატს. ეს ამცირებს ბეტონის pH-ს, რაც მის დაჟანგვას შეუწყობს ხელს. 1950 წლიდან, მსოფლიში CO2-ს დონე 300 მილიონიდან 400-მდე გაიზარდა. მეტი CO2 კი მეტ კარბონიზაციას ნიშნავს.

მაიამიში მომხდარი კორპუსის ჩამონგრევა შეიძლება გაფრთხილებადაც ჩაითვალოს, რომ ამერიკაში ეს პროცესები დაჩქარდა. როცა ჯერ კიდევ იკვლევენ მომხდარის მიზეზს, ზოგიერთი ამას უკვე კლიმატის ცვლილებას უკავშირებს.

მიუხედავად იმისა, არის თუ არა მაიამის შემთხვევა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რომ ჩვენი შენობები ძალიან სუსტია. ასევე ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ სიმდიდრე ხელს არ უშლის კლიმატის ცვლილებას. მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ თავისი ფინანსებით უზრუნველყონ სწრაფი ადაპტირება გარემოსთან, მაგრამ ისინი ვერ შეაჩერებენ მას ვერანაირი ზომის მიღებით. კლიმატის ცვლილება ყველასთვის ერთნაირი შედეგების მომტანია. შენობები საფრთხის ქვეშ არის განურჩევლად მათი მდებარეობისა. ასევე ახალ შენობებს მეტი მინუსი აქვთ, რაც მათ ჩამონგრევის რისკებს ზრდის, განსხვავებით ძველი ტრადიციული სტრუქტურის მქონე შენობებისა.

ერთადერთი არჩევანი არის ის, რომ შენობები მოვამზადოთ გარემოს ცვალებადი მახასიათებლებისთვის. რაც უფრო ადრე დავიწყებთ შენობების და ახალი კონსტრუქციების მომავალი გარემოსთვის მორგებას, უკეთესი შედეგები გვექნება.



წყარო: on.ge


Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.