ახალი ამბები
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს
21 მომხრე და 1 წინააღმდეგი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულის ახალი თავმჯდომარე ჰყავს.  თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი დღეიდან მუშაობას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გააგრძელებს. შეგახსენებთ,  2017 წლის 20 ნოემბრიდან დღემდე ის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო,  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“.

გიორგი გოგიჩაიშვილი - დაიბადა 1984 წლის 27 ნოემბერს ქალაქ ბორჯომში. დაამთავრა ბორჯომის N 1 საჯარო სკოლა. 
2001-2005 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. სპეციალობა- ფინანსები  და საბანკო საქმე.
2005-2006 წლებში მუშაობდა აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო აღრიცხვებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად.
2006-2016 წლებში ეწეოდა კერძო ბიზნეს საქმაინობას.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 
ჰყავს მეუღლე და 5 შვილი.




Print