განცხადება
m&i-ის გლობალური  ფორუმის მონაწილეები ბორჯომს ესტუმრნენ
09 / ივლისი 2023
m&i-ის გლობალური ფორუმის მონაწილეები ბორჯომს ესტუმრნენ
თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად მონაწილეებისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინფოტური გამართა. ფორუმის მონაწილე 60-მდე საერთაშორისო გაყიდვების კომპანიის წარმომადგენელი თბილისს, უფლისციხეს, ბორჯომს, მცხეთას, წინანდალს, ყვარელსა და ლოპოტას ეწვია. ტურის მონაწილეებმა სამცხე-ჯავახეთში ჯომარდობაში მიიღეს მონაწილეობა, კახეთში კი მარნებს ესტუმრნენ, სადაც ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებმა, ტურის განმავლობაში, საქართველოში მსხვილი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის ინსპექტირება ჩაატარეს.

„საქართველოში მეორედ ვარ, ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა, ქართველები და ფრანგები ბევრ რამეში ერთმანეთს ჰგვანან. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, ეს არის ქვეყანა ღვინის ისტორიით, ძველი ქალაქებით, ტრადიციებით. საქართველო უსაფრთხო და მწვანე ქვეყანაა, რომელსაც ბევრი რამ შეუძლია შესთავაზოს როგორც ფრანგებს, ასევე დანარჩენ ევროპელებს. საქმიანი ტურიზმი ტურისტული აქტივობის გაგრძელებაა, პირველ მოგზაურობას მოჰყვება ჯგუფური ტურები, საქმიანი შეხვედრები, ეს არის ბიზნესი, რომელიც დაკავშირებულია სასტუმრო ქსელებთან, კვების ობიექტებთან, ავიაციასთან, რომელიც თქვენს ქვეყანაში ვითარდება“
,-აცხადებს ფორუმის მონაწილე დანიელ ვერსაჩე.

„ძალიან მომეწონა თბილისი, როგორც ძველი ასევე თანამედროვე არქიტექტურა, დღეს ქალაქგარეთ ვართ, სადაც ძალიან კარგი ღვინო გავსინჯეთ, დავაგემოვნეთ ქართული კერძები. ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა“,-ამბობს ფორუმის მონაწილე მანუელა ჯორდანო.

საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით მიმდინარეობს.

ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, კონგრესების ჩატარება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i forums-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ფორუმებში მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთებია არიან წარმოდგენილები.



11 ივნისის ამინდის პროგნოზი
11 / ივნისი 2023
11 ივნისის ამინდის პროგნოზი
ბორჯომში დღეს ცვალებადი მოღრუბლულობაა ნავარაუდევი. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის 23° გრადუსამდე გათბება.
ბაკურიანში 15 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი.


შაბათ-კვირის ვალუტის კურსი
10 / ივნისი 2023
შაბათ-კვირის ვალუტის კურსი
ეროვნულმა ბანკმა ხვალინდელი დღის ვალუტის კურსი დაადგინა. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი დოლარის ღირებულება
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროს 350-მდე წარმომადგენელი გადაამზადა
04 / ივნისი 2023
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროს 350-მდე წარმომადგენელი გადაამზადა
შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს.
სამსახური აცხადებს, რომ მზად არის ტურისტული სეზონისთვის
03 / ივნისი 2023
სამსახური აცხადებს, რომ მზად არის ტურისტული სეზონისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2023 წლის ზაფხულის სეზონისთვის მზადაა.
რა ღირს დოლარი და ევრო
03 / ივნისი 2023
რა ღირს დოლარი და ევრო
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6335ლარი გახდა.
არის თუ არა მზად ბორჯომი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის
31 / მაისი 2023
არის თუ არა მზად ბორჯომი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის
ხვალიდან, 1 ივნისიდან, ბორჯომში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.
ახალციხეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია მიმდინარეობს
24 / მაისი 2023
ახალციხეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია მიმდინარეობს
ახალციხეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია მიმდინარეობს.
ქვეყნები, რომლის მოგზაურებიც ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ საქართველოში
13 / მაისი 2023
ქვეყნები, რომლის მოგზაურებიც ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ საქართველოში
2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 102%- ით გაიზარდა 795.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.
ავტოსაგზაო შემთხვევას მუსხში მცხოვრები ახალგაზრდა ემსხვერპლა
12 / მაისი 2023
ავტოსაგზაო შემთხვევას მუსხში მცხოვრები ახალგაზრდა ემსხვერპლა
გუშინ გვიან ღამით, ზესტაფონთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ მუსხში მცხოვრები 25 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

როგორც სოფელში მერის წარმომადგენელი, ემზარ ოქრომელიძე ამბობს, ახალგაზრდა კაცი, ავარიის დროს მანქანაში მარტო იმყოფებოდა.

გარდაცვლილი მუსხში უკვე გადაასვენეს.

წყარო: ,,სამხრეთის კარიბჭე''
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.