"ინტერაქტივი" - ბორჯომის მერობის კანდიდატები ქალების საჭიროებებს გაეცნენ
ქალებმა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან, ყველაზე მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ პრობლემებზე ისაუბრეს. ბორჯომის მერობის კანდიდატები, სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემებს გაეცნენ და კონკრეტული დაპირებებიც გასცეს. სატელევიზიო დისკუსიაში მონაწილეობენ ბორჯომის მერობის კანდიდატები:

ზაზა ჩაჩანიძე - "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ;
ვალერი გრიგალაშვილი - ბლოკი"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ;
ბაქარ შირაძე - საარჩევნო ბლოკი "ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო" ;
გიორგი გიუაშვილი - "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" ;
დავით როკეტიშვილი - "სოციალისტური საქართველო - კომუნისტები"

ასევე ქალთა სამოქალაქო საბჭოს წევრი - მაია გულიაშვილი და ქალები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან.


გადაცემა მომზადდა პროექტის ფარგლებში ”ქალები ქალებისათვის” რომელსაც ახორციელებს ა.ო. ”სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი”, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.


Print