გარევაჭრობა ბორჯომში და მომხმარებელთა უფლებები

ჯანსაღი და უსაფრთხო საკვები პროდუქტის შეძენა ქვეყანაში მარტივი არ არის, მომხმარებელი ამ პროცესში უამრავ პრობლემას აწყდება, რაც საბოლოოდ მის ჯანმრთელობაზე აისახება . სად ირღვევა ყველაზე ხშირად მომხმარებელთა უფლებები, როგორ დავიცვათ თავი მავნე საკვები პროდუქტის შეძენისგან და რატომ არ აქვს ქვეყანას კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ - ამ საკითხების განხილვა მოხდა "ინტერაქტივში" სტუდიაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად. 

გადაცემის სტუმრები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე - ანზორ სვანიძე
საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითერების ცენტრის წარმომადგენელი - ლია თოდუა




გარევაჭრობა ბორჯომში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობამ იცის, ქუჩაში შეძენილი პროდუქტი არც თუ ისე სახიფათოა მაინც უარს არ ამბობს ქალაქის ცენტრში, ღია ცის ქვეშ შეიძინოს რძის ნაწარმი, ბოსტნეული და ხილი.




რა ვალდებულებებს აკისრებს მწარმოებლებს ევროპული კანონმდებლობა და ახერხებენ თუ არა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული საწარმოები ამ სტანდარტების დაკმაყოფილებას. როგორ მზადდება რძის ნაწარმი ოჯახურ პირობებში.




გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში.
M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.



Print