,,ფორუმი" ჭობისხევში
სოფ. ჭობისხევი ბორჯომის მუნიციპალიტეტში დვირის თემში შემავალი სოფელია, ამ დროისთვის სოფელში 300-მდე ოჯახი ცხოვრობს, აქ მცხოვრებთა მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. "ფორუმში" ადგილობრივებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელში არსებული პრობლემების განხილვა მოხდა.
გზები, სანიაღვრე და სარწყავი არხები, დაზიანებული საყრდენი კედელი, გამრიცხველიანება, ტექნიკა მიწების დასამუშავებლად ამ პრობლემების მოგვარებას ადგილობრივები ხელისუფლებისგან ითხოვენ. ჭობისხევში მცხოვრებთა კითხვებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ რევაზ კალაძემ და თემის რწმუნებულმა ლაშა კევლიშვილმა უპასუხეს.
ჭობისხევში მცხოვრებთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კი დვირის თემიდან გამოყოფაა

Print