"ფორუმი" - დევნილების პრობლემები ბორჯომში
პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ამჯერად ბორჯომში მცხოვრები დევნილების პრობლემები განვიხილეთ. ბორჯომში ჩასახლებული დევნილების შეკითხვებს, დევნილთა საკითხების სამმართველოს უფროსმა ლევან სიგუამ უპასუხა.

ბორჯომში, სხვადასხვა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები დევნილები ერთმანეთისგან განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგანან.






ერთ-ერთი პრობლემა „მთის ხეობაში“ ჩასახლებული დევნილებისთვის არასაკმარისი საცხოვრებელი ფართები და შენობაში დაკეტილი სამი სართულია, რომლის გაღებასაც აქ მცხოვრებლები უკვე წლებია ითხოვენ





პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე  https://www.youtube.com/watch?v=6kJ827CBzY0&t=12s
Print