"ფორუმი" - ტაძრისში

შეხვედრა ხალხსა და ხელისუფლებას შორის ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტაძრისში 21 სექტემბერს გაიმართა. ტაძრისის ცენტრში არსებულ კლუბში ადგილობრივების

შეკითხვებს ბორჯომის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ, მერის წარმომადგენელმა ტაძრისის თემში თამაზ ჩუტკერაშვილმა და საკრებულოს დეპუტატმა ვიოლეტა ბალახაშვილმა უპასუხეს.


შეხვედრები ბორჯომის სოფლებში პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის"  ფარგლებში  იმართება, რაც ხელს უწყობს დიალოგს ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის.




სოფელში მთავარი გამოწვევა გაზიფიცირებაა. დასახლებაში ბუნებრივი აირის შემოყვანას წლებია ითხოვენ, მაგრამ ამ დრომდე ზამთარშიც და ზაფხულშიც საშეშე მერქანს იყენებენ. რაც კიდევ უფრო ამცირებს სოფლის მიმდებარე ტყეში ბუნებრივ რესურსს




სოფელში შიდა გზების ნაწილი უკვე მოასფალტებულია, თუმცა არის რამდენიმე მონაკვეთი, რომელიც მოსახლეობას გადაადგილებას ურთულებს. ადგილობრივები საშეშე მერქნის ლიმიტის გაზრდას ითხოვენ და ამ მოთხოვნას მკაცრი ზამთრის პირობებში სათბობი შეშის უკმარისობით ხსნიან.

ავარიულია სოფლის ბიბლიოთეკის შენობა, დასახლების კლუბს კი სადაც ბავშვები სხვადასხვა წრეებზე დადიან სველი წერტილი არ აქვს.

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე  https://www.youtube.com/watch?v=en8lA0TSIC0



 

Print