ფორუმი - სოფელი კორტანეთი

კორტანეთი ბორჯომიდან 9 კილომეტრში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, აქ 70 ოჯახი ცხოვრობს. თოქ-შოუ ფორუმში ადგილობრივების შეკითხვებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ რევაზ კალაძემ უპასუხა. სოფლის მთავარი პრობლემა მოუწესრიგებელი შიდა გზებია, პატარა კორტანეთში მცხოვრები 26 ოჯახი კი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. გადაცემასი ადგილობრივებმა არა ერთ პრობლემაზე ისაუბრეს. გარე განათება, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, საკანალიზაციო სისტემა, გაზიფიცირება - ეს საკითხები ადგილობრივებს ყველაზე მეტად აწუხებთ. პრობლემების ნაწილის შესახებ რევაზ კალაძემ თოქ-შოუს მსვლელობისას შეიტყო და ადგილობრივებს მათ მოგვარებას დაპირდა.


Print