"ფორუმი" - ჩითახევში
ხალხის და ხელისუფლების შეხვედრა ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჩითახევის დასახლებაში გაიმართა. ბორჯომის თვითმმართველობის პირველმა პირებმა ამ დასახლებაში მცხოვრებლებს მოუსმინეს, ჩითახევში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და ის პრიორიტეტული საკითხები დაასახელეს, რაც პირველ ეტაპზეა სოფელში მოსაგვარებელი.

შეხვედრა სოფლის ცენტრში არსებულ ბიბლიოთეკაში 31 აგვისტოს შედგა. შეხვედრები ბორჯომის სოფლებსა და დაბებში პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში იმართება.



სოფელში მთავარი პრობლემა სასმელი წყალია, რომელიც ადგილობრივებს პერიოდულად არ მიეწოდება და ხშირად სასმელი წყლის ლოდინი ჩითახევში მთელი კვირის განმავლობაში უწევთ. განსაკუთრებით ზარალდება სოფლის ე.წ ზედა ნაწილი, სადაც წყალი კიდევ უფრო იშვიათად ადის და სასმელი წყლის მოტანა ადგილობრივებს წყაროებდან უწევთ.




დასახლებაში სასმელ წყალთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვენ, ჩითახევის ცენტრალური ნაწილის გარდა არცერთი უბნის გზა მოსაფალტებული არ არის, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნის, სოფელში არ არის ბუნებრივი აირიც. აქ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და დასახლების სტუმრებისთვის საფეხბურთო მოედანი.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე    https://www.youtube.com/watch?v=rpZ3OWE77Dw&t=7s

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.


Print