"ფორუმი" - ბაკურიანში
ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი ამჯერად დაბა ბაკურიანში გაიმართა. 24 აგვისტოს ბაკურინში მცხოვრებლების კითხვებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უპასუხეს.
შეხვედრები ბორჯომის სოფლებსა და დაბებში პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში იმართება.

ბაკურიანი ბორჯომის მუნიციპელიტეტის ყველაზე დიდი დაბაა, გამოწვევები და პრობლემები ადგილობრივებს ბევრი აქვთ.



მთავარი რასაც საკურორტო დაბის მცხოვრებლები ხელისუფლებისგან ითხოვენ, შეჩერებული მიწების რეგისტრაციის საკითხია. ადგილობრივები მათ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებას ვერ ირეგისტრირებენ, პასუხად ღებულობენ, რომ პროცესი დროებით შეჩერებულია.



დაბაში, რომელსაც წლის განმავლობაში უამრავი ქართველი და უცხოელი დამსვენებელი სტუმრობს მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. არ არის საპარკინგე ადგილები. საპირფარეშოები, მოსაწესრიგებელია ბაკურიანის პარკი.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე   https://www.youtube.com/watch?v=GP7RzqWeBq8


პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

Print