"ფორუმი" - ჭობისხევში
პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ შეხვედრა ამჯერად სოფელ ჭობისხევში გაიმართა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყო დიალოგს, ხალხსა და ხელისუფლებას შორის.
ჭობისხევის კლუბში ადგილობრივებმა, ბორჯომის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელში არსებულ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს.

პირველი საკითხი, რაზეც ჭობისხევში მცხოვრებლებმა ყურადღება გაამახვილეს, სოფელში გზების მოასფალტების შეწყვეტილი სამუშაოები იყო. მიმდინარე ზაფხულში, დასახლებაში შიდა გზების მოასფალტება დაიწყო, მალე კი სამუშაოები შეჩერდა, როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობამ გზასთან ერთად საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე არხების მოწყობა მოინდომა. მშენებელმა კომპანიამ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, სამუშაოები დროებით შეაჩერა. გზის მოასფალტება უახლოეს მომავალში გაგრძელდება, აქ უკვე მოსახლეობის მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული.



სოფელში სასმელი წყალი ყველა ოჯახისთვის პრობლემაა, მცირე დებეტი და უხარისხო წყალი დასახლებაში ყველას აწუხებს. პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში აქტიურდება. პრობლემის სათავე კი წყლის სისტემის სათავე-ნაგებობიდან იწყება.



ჭობისხევში არ დადის მუნიციპალური ავტობუსი, რაც ადგილობრივებისთვის კერძო ტრანსპორტით გაძვირებულ მგზავრობას ნიშნავს. დასახლებაში ნაგვის ურნებს ითხოვენ.

შეხვედრას ჭობისხევში მცხოვრები ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ, მათი მთავარი მოთხოვნა სოფელში საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია და სკვერის მოწყობაა.


გადაცემის ბმული სომხურ ენაზე   https://www.youtube.com/watch?v=jqXCv1xrGkk&t=29s

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.


Print