ვალუტა
USD
USD
1
2.6188
EUR
EUR
1
3.0593
RUB
RUB
100
3.8673
GBP
GBP
1
3.4414
TRY
TRY
1
0.4088
ბორჯომი 8 - 20 °C
img
ახალციხე 7 - 18 °C
img
თბილისი 14 - 26 °C
img
ასპინძა 6 - 23 °C
img
ახალქალაქი 4 - 17 °C
img
"ფორუმი" - ჭობისხევში
პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ შეხვედრა ამჯერად სოფელ ჭობისხევში გაიმართა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყო დიალოგს, ხალხსა და ხელისუფლებას შორის.
ჭობისხევის კლუბში ადგილობრივებმა, ბორჯომის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელში არსებულ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს.

პირველი საკითხი, რაზეც ჭობისხევში მცხოვრებლებმა ყურადღება გაამახვილეს, სოფელში გზების მოასფალტების შეწყვეტილი სამუშაოები იყო. მიმდინარე ზაფხულში, დასახლებაში შიდა გზების მოასფალტება დაიწყო, მალე კი სამუშაოები შეჩერდა, როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობამ გზასთან ერთად საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე არხების მოწყობა მოინდომა. მშენებელმა კომპანიამ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, სამუშაოები დროებით შეაჩერა. გზის მოასფალტება უახლოეს მომავალში გაგრძელდება, აქ უკვე მოსახლეობის მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული.



სოფელში სასმელი წყალი ყველა ოჯახისთვის პრობლემაა, მცირე დებეტი და უხარისხო წყალი დასახლებაში ყველას აწუხებს. პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში აქტიურდება. პრობლემის სათავე კი წყლის სისტემის სათავე-ნაგებობიდან იწყება.



ჭობისხევში არ დადის მუნიციპალური ავტობუსი, რაც ადგილობრივებისთვის კერძო ტრანსპორტით გაძვირებულ მგზავრობას ნიშნავს. დასახლებაში ნაგვის ურნებს ითხოვენ.

შეხვედრას ჭობისხევში მცხოვრები ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ, მათი მთავარი მოთხოვნა სოფელში საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია და სკვერის მოწყობაა.

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში






ხალხის და ხელისუფლების შეხვედრა ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტში,
ჩითახევის დასახლებაში გაიმართა. ბორჯომის თვითმმართველობის პირველმა
ხალხის და ხელისუფლების შეხვედრა ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჩითახევის დასახლებაში გაიმართა. ბორჯომის თვითმმართველობის პირველმა
21:59 / 02.09.2018






ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი ამჯერად დაბა ბაკურიანში
გაიმართა. 24 აგვისტოს ბაკურინში მცხოვრებლების კითხვებს ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უპასუხეს.
ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი ამჯერად დაბა ბაკურიანში გაიმართა. 24 აგვისტოს ბაკურინში მცხოვრებლების კითხვებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უპასუხეს.
16:07 / 29.08.2018






ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი, 16 აგვისტოს ბორჯომის
მუნიციპალიტეტის სოფ. ქვაბისხევში შედგა. ადგილობრივების შეკითხვებს
ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი, 16 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვაბისხევში შედგა. ადგილობრივების შეკითხვებს
11:19 / 23.08.2018






შეხვედრა ხალხსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის ამჯერად
ბორჯომში გაიმართა.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველი პირები
შეხვედრა ხალხსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის ამჯერად ბორჯომში გაიმართა.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველი პირები
11:11 / 10.08.2018






მორიგი შეხვედრა პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი
შედეგისათვის“, სოფელ ტაბაწყურში შედგა.
მორიგი შეხვედრა პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“, სოფელ ტაბაწყურში შედგა.
14:23 / 25.07.2018
კვირის ქრონიკა
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას?
დღის პოპულარული სიახლე
ბორჯომში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა
10:12 / 19.09.2018
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30