"ფორუმი" მზეთამზეში
„ფორუმმა“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში ადგილობრივების განსაკუთრებული ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. სოფლის ცენტრში არსებულ კლუბში, სადაც ადგილობრივების და თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა იყო დაგეგმილი ორმოცდაათამდე ადამიანი შეიკრიბა. შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში, პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში იმართება, რომლის მიზანია ხელის შეუწყოს დიალოგს ხალხსა და ხელისუფლებას შორის.


მზეთამზეში ადგილობრივებს ბორჯომის მერის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შეხვდნენ.
შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ხელისუფლების წარმომადგენლები მზეთამზეში მცხოვრებთა კითხვებს პასუხობდნენ.




სოფელში მთავარი პრობლემა სასმელი წყალია. წყლის დებეტი არასაკმარისია, განსაკუთრებით ზაფხულში, რაც ხშირად მეზობლების დაპირისპირების მიზეზიც გამხდარა.




სოფელი უკვე დიდი ხანია მუნიციპალურ ტრანსპორტს ითხოვს, მზეთამზეში მხოლოდ კერძო ტრანსპორტი მოძრაობს, ადგილობრივები ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის ცვლილებასაც ითხოვენ.
ასევე რთული მდგომარეობაა სოფლის ჩიხებში, აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ გზები იმდენად დაზიანებულია, რომ ხშირად ჩიხებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც ვერ შედის.


გადაცემის ბმული სომხურ ენაზე  https://www.youtube.com/watch?v=EzvBo7BWYLo&t=3s


პროექტს ახორციელებს
ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.


Print