"ფორუმი" - დვირში
"ფორუმს" ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. დვირმა უმასპინძლა. შეხვედრის ჩასატარებლად სოფლის ცენტრში არსებული შენობა შეირჩა, რომელშიც ბიბლიოთაკაა განთავსებული. აქ შეიკრიბნენ ადგილობრივები და ბორჯომის თვითმმართველობის პირველი პირები., ტრადიციულად დვირში მცხოვრებლები კითხვებს სვამდნენ აქტუალურ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ხელისუფლების წარმომადგენლები კი პასუხობდნენ.

შეხვედრა „დვირჰესის“ შესაძლო მშენებლობის განხილვით დაიწყო, რასაც სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა მოჰყვა.



სოფელში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საბავშვო ბაღის არარსებობაა. ადგილობრივები წლებია დანგრეული ბაღის შენობის ადგილზე ახლის აშენებას ითხოვენ, წლებია მხოლოდ დაპირებებს ისმენენ და ბავშვები ან მეზობელი სოფლის ბაღში დაჰყავთ, ან დილიდან საღამომდე სახლში ჰყავთ. მეზობელი სოფლის ბაღში ერთი ბავშვის ტარება ოჯახს 100 ლარი უჯდება, რისი საშუალებაც დვირში ამ ეტაპზე მხოლოდ 10 ოჯახს აქვს.



დვირში ადგილობრივები მინი საფეხბურთო მოედნის აღდგენას, გაზიფიცირებას, კლუბის შენობის რეაბილიტაციას და სუფთა სასმელ წყალს ითხოვენ.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე    https://www.youtube.com/watch?v=zlAbpcOtXDg&t=1s

პროექტს ახორციელებს
ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.


Print