მზეთამზე

ფორუმი სოფელ მზეთამზეს ესტუმრა. მზეთამზე წაღვერის საკრებულოში შემავალი სოფელია, აქ 110 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივებს შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა. გადაცემა სოფლის ცენტრში რიტუალების სახლში ჩაიწერა.ადგილობრივების პრობლემებს მუნიციპალიტეტის გამგებელი გაეცნო. აქ ყველაზე მეტად სამანქანო გზის, სასმელი წყლის, დასუფთავების პრობლემები აწუხებთ. ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის გამგებლისგან კონკრეტული დაპირებები მიიღეს.


Print