SJMC მოსწავლეებს FLEX-ის გაცვლითი პროგრამისთვის მოამზადებს
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქართველ უფროსკლასელებს უკვე 24-ე წელია საშუალება ეძლევათ 1 წლიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ამერიკულ სკოლებში ისწავლონ. FLEX-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილეების შერჩევა კონკურსის საფუძველზე ხდება.ა.ო სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი და ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისე პროგრამით დაინტერესებულ მოსწავლეებს კონკურსისთვის მომზადებას სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობენ.დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრს,მისამართზე ქ. ბორჯომი ფიროსმანის ქ.#5
Print