ხუთი ქალის ხუთი გზა
ფილმი მოგვითხრობს ხუთი ქალის ხუთ ისტორიას, რომელიც განსხვავებულია ერთმანეთისაგან. თუმცა მათ ერთი საერთო ხაზი აერთიანებთ: ხუთივე ქალი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელია და გენდერული სტერეოტიპებით გაჯერებულ გარემოში უწევთ ბრძოლა საკუთარი უფლებების დაცვისა თუ საკუთარი წარმატების მიღწევისათვის.

თუ ერთ მათგანს ცხოვრება კაცების მიერ დადგენილი მკაცრი წესებით უწევს, მეორემ კარგი განათლება მიიღო და წარმატებული ბიზნესი ააწყო, მესამეს მხრებზე ადევს დიდი ოჯახის ტვირთი და საკუთარ თავზე ფიქრისთვისაც ვერ იცლის. ისინი ხუთივე ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. ფილმში ნაჩვენებია ხუთივე ქალის - საკუთარი თავის რეალიზების წარმატებული და წარუმატებელი მცდელობა და გზა, რომელიც განათლებამდე მიდის.
Print