ექიმი - ექთნის დიპლომით
სუსანა აკოფიანი ბორჯომის მაღალმთიანი სოფლების ექთანია, მაგრამ ექიმის ფუნქციას ითავსებს, თანაც ყველა პროფილის.

მას შემდეგ რაც ექთნის დიპლომი აიღო, სწავლის გაგრძელება უნდოდა,
მის ნაცვლად მამამ გადაწყვიტა, რომ სოფელში უნდა დაბრუნებულიყო და მიღებული განათლება საკმარისი იყო. სუსანაც დაემორჩილა და მას შემდეგ მშობლიური ტაბაწყური აღარ დაუტოვებია.

რამდენიმე ათეული წელია, სუსანას იმედადაა ბორჯომის ოთხი სოფელი. მკურნალი პაციენტებს საკუთარ სახლში ღებულობს, დღის და ღამის ნებისმიერ დროს. საკუთარი ოჯახი არ აქვს, მისი მთელი დრო და ენერგია, ოთხი სოფლის პაციენტებზე ნაწილდება.

მაშინ, როცა დიდთოვლობის გამო სოფლებამდე მისასვლელი მთავარი გზა იკეტება და მანქანით გადაადგილება შეუძლებელია, სუსანა პაციენტებთან ცხენით დადის.



Print