ბორჯომის ამბები
ბორჯომში, ახალ უბანში გზის და საყრდენი კედლის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება
ბორჯომში, ახალი უბნის ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის და საყრდენი კედლის რეაბილიტაცია გრძელდება. კომპანიას სამშენებლო ვადა გაუხანგრძლივდა 45 დღით. ამ ვადაში, კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს დამატებით ახალი მონაკვეთის რეაბილიტაციაც. ამის შესახებ, ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა გადაცემა „კვირის ამბებში“ განაცხადა.

„ის მონაკვეთი რომელზეც კონტრაქტორთან გვქონდა ხელშეკრულება დადებული, დასრულებულია. აღარანაირი საფრთხე აღარ არსებობს დამაკავშირებელ გზაზე. აღნიშნული პროექტის მსვლელობისას გამოთავისუფლდა დაახლოებით 700 000 ლარი და აღნიშნული თანხიდან იგივე მონაკვეთზე, დაახლოებით 44 მ სიგრძის ის კედელი შეიცვლება რომელიც არ იყო ჩამოშლილი, მაგრამ სავალალო მდგომარეობაში იყო. მოვახდინეთ შესწავლა და მაგ თანხების აკუმულირებას მოვახდენთ პრევენციის მიზნით. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ მონაკვეთზე მოდის მდინარის ის ძირითადი ნაკადი, რომელიც ძირს უთხრის საყრდენ კედელს. ამის გამო, მშენებელს დავუმატეთ სამუშაო და დავუმატეთ სამშენებლო ვადა (თვენახევარი/45 დღე). ამ ვადაში მან უნდა უზრუნველყოს დამატებითი სამუშაოს შესრულება და ფეხით სავალი ბილიკის მოწყობა. დღეის მდგომარეობით შევსება მიმდინარეობს იმ მონაკვეთის, რომელიც მდინარე მტკვრის მიერ იქნა დაზიანებული და იმ ადგილას მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკი. კონტრაქტორს მცირეოდენი სამუშაოები აქვს დარჩენილი პირველი დავალებიდან გამომდინარე“ - განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

კითხვაზე: წლის ბოლომდე დასრულდება თუ არა აღნიშნული პროექტი, ხარისხს ვინ ჩაიბარებს და რამდენი ექნება საგარანტიო ვადა, ბორჯომის მერმა გადაცემაში გვიპასუხა.

„წლის ბოლომდე დასრულდება აუცილებლად. აღნიშნული კედელი საკმაოდ მტკიცეა. სანამ იქნება ბორჯომი, იქამდე იარსებებს ეს კედელიც. ხარისხზე პასუხისმგებელია კონტრაქტორი კომპანია. წარმოდგენილი იქნება ექსპერტიზის დასკვნები იმ სამუშაოებზე, რომელიც მშენებელმა კომპანიამ შეასრულა და რომლის დამკვეთიც ბორჯომის მუნიციპალიტეტი იყო. ხელშეკრულებიდან და შესყიდვების შესახებ კანონიდან გამომდინარე, საგარანტიო ვადა ექნება 2 წელი, მაგრამ ეს არ არის ის მოცემულობა რომ მაგ კედლისთვის ეს 2 წელი რამეს წარმოადგენდეს. ამ კედელმა უნდა გაუძლოს ათწლეულებს და შესაძლოა ასწლეულსაც“ - განაცხადა ბორჯომის მერმა.

შეგახსენებთ, ახალი უბნის ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელი გზა 2022 წლის მაისში დაზიანდა. გზას ჯერ ნაპრალები გაუჩნდა, შემდეგ კი საყრდენი კედლის ნაწილი ჩამოიშალა. ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად მომზადდა დოკუმენტაცია, დიზაინი, შემდეგ კი ადგილზე დაიწყო ფიზიკური სამუშაოები. პროექტს ეკონომიკის სამინისტრო აფინანსებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.