ბორჯომის ამბები
დღეს “ბორჯომობაა”
ბორჯომობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება და 23:00საათამდე გაგრძელდება.

პროგრამა:

მერაბ კოსტავას სახელობის პარკი:

12:00 - სპორტული შეჯიბრებები.

ცენტრალური (ისტორიული) პარკი:

12:00სთ- ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
12:00სთ –სასურათე ბანერები, დეკორაციები;
14:00 – 21:00 სთ– „ბორჯომის მინერალური წყლის“ კუთხე;
14:00სთ- ამომრჩევლების ინფორმირება არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ-იმიტირებული არჩევნები;
18:00 – 21:00სთ -ფოტო ზონები, "გაცოცხლებული სურათები"
18:00 – 21:00სთ- საბავშვო სივრცე - მხიარული ანიმატორები, ოჩოფეხები, მარიონეტები;
18:00 – 19:15 სთ - ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი;
19:30 სთ- ოფიციალური პირების (სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი და საპატიო სტუმრები ყაზახეთის რესპუბლიკიდან) მილოცვა ბორჯომელებსა და ბორჯომის სტუმრებს;
20:00 – 20:30 სთ- თეატრალური წარმოდგენები („ცეცხლოვანი შოუ“, მოტრიალე რგოლი და სხვა);
21:00 -23:00სთ - გალა-კონცერტი
მონაწილეები: ჯგუფი „ფრანი“ და მუსიკალური პროექტი „შერეკილები";
23:00სთ- ფეიერვერკი

დღესასწაულთან ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში შესვლა უფასო იქნება. დილიდან მუნიციპალური ავტობუსები რეისებს განრიგით შეასრულებენ, ხოლო ღამის 23:30 საათზე ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ყველა მიმართულებით დამატებითი რეისი განხორციელდება. მუნიციპალური ავტობუსები ქალაქსა და სოფლებში მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.


Print