ახალი ამბები
ბორჯომს და ადიგენს ახალი სახანძრო მანქანები გადაეცა
დღეს, სამცხე-ჯავახეთის ორ მუნიციპალიტეტს, ბორჯომსა და ადიგენს ახალი სახანძრო მანქანები გადაეცა. ორი ავტომანქანა ბორჯომში იმუშავებს, ერთი კი მოხეს მაღალმთიან თემს მოემსახურება , რაც ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, პირველადი რეაგირების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

აღნიშნული ავტომანქანა გაკონტროლდება GPRS სისტემით. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება წყლით, საწვავითა და საჭირო ინვენტარით. სახანძრო მანქანას მოემსახურება 2 ადგილობრივი მოხალისე, რომლებიც სხვა მოხალისეებისგან განსხვავებით, დამატებით სპეციფიკურ წვრთნას გაივლიან ხანძრის ქრობის მიმართულებით.

"მოხალისე" საზოგადოებრივი პროექტია, რომელიც სტიქიებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის პროცესებში მოხალისეთა ჩართულობას უზრუნველყოფს.

ავტომანქანების გადაცემასთან ერთად, აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ბორჯომში. ღონისძიება, შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა გახსნეს.

დღევანდელი დღის დეტალებს უფრო ვრცლად, მოგვიანებით, სიუჟეტში შემოგთავაზებთ.

Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.