გარემოს დაცვა
ტყის მოხალისე მცველები
30 წლის ნოდარ ანდღულაძე, ტყის ხანძრების პრევენციის მოხალისეთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. ახალგაზრდა სპორტსმენმა ტყის დაცვა და საკუთარი შესაძლებლობების ამ კუთხითაც მოსინჯვა გადაწყვიტა. მის მსგავსად, მოხალისეთა ჯგუფის წევრი კიდევ 19 მსურველი გახდა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთმა მიზანმა გააერთიანა, მთავარი სლოგანით: „მხოლოდ შენ შეგიძლია გადაარჩინო ტყე ხანძრისაგან“.

მათ, გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიაც ჩაატარეს ბორჯომის სკოლის მოსწავლეებისთვის და 13 საინფორმაციო ბანერი, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის და ეროვნული პარკის ტერიტორიებზე დაამონტაჟეს.


ტყის მოხალისე მცველები

Print