ახალი ამბები
ბორჯომში 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე , ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
სოფლებში - მზეთამზე, ახალდაბა, ყვიბისი, გუჯარეთი, ჭობისხევი - ასევე, დაბა წაღვერსა და დაბა არდაგანში, მოქალაქეებს, საცხოვრებელ სახლის ეზოებში, მოწყობილი ჰქონდათ უკანონო სახერხი საამქროები.
ამოღებულია 12 არარეგისტრირებული, ე.წ. "ლენტური ტიპის" სახერხი დანადგარი, 35 მ3-მდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის ხე-ტყე (მრგვალი მორი) და 10 მ3-მდე უკანონო, პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.
მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაანგარიშება. ამოღებული სახერხი დანადგარები გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.