გარემოს დაცვა
მედიატური ბორჯომში - CENN-მა ნახანძრალი ტყის შედეგების პირველადი ანგარიში წარადგინა
სოფელ დაბის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგების პირველადი შეფასების ანგარიში CENN-მა დღეს ჟურნალისტებს გააცნო. ისინი სახლმწიფო სტრუქტურებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მალე ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას დაიწყებენ, მედიის წარმომადგენლებს მათ სამომავლო გეგმებიც გააცნეს.

შეგახსენებთ, ერთი თვის წინ ცეცხლი დაბის ტყეში გაჩნდა. დაიწვა 700 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი, ხანძარს ამჟამად წაღვერის ტყეში ებრძვიან. ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.
Print