გარემოს დაცვა
ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ჯავახეთის და ტბა არპის დაცულ ტერიტორიებს შორის
ჯავახეთის და ტბა არპის დაცულ ტერიტორიებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პრეზენტაცია გაიმართა. ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი სტუმრობდა. ორივე დაცულ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების ტრანსსასაზღვრო მონიტორინგი ჩატარდება; ასევე, დაცულ ტერიტორიებზე მოხდება ტრანსსასაზღვრო ტურიზმის ხელშეწყობა. შემუშავდება ერთიანი რეგიონალური სტანდარტი, ტურისტული მარშრუტი და ტურისტული პროდუქტი. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print