გარემოს დაცვა
დვირსა და ქვაბისხევში ცეცხლი ბალახს გაუჩნდა
ცეცხლი სოფელ ქვაბისხევში, ძველი სახერხის მახლობლად დაახლოებით 300 კვ.მ. ფართობზე ბალახს მოედო. ხანძრის კერა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ახლოს მდებარეობს.

სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ცეცხლი გზის პირზე, ფერდობზე ბალახს მოედო. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. დამწვარია დაახლოებით 400 კვ.მ. ფართობი.

ხანძრის ლოკალიზებაზე სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომლები მუშაობდნენ.




Print