გარემოს დაცვა
ბორჯომში ნარჩენების დასახარისხებლად ურნები განთავსდა
ნარჩენების დასახარისხებლად, ურნების განთავსება მოხდა ქალაქის ცენტრში, ბაზრის და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე პარკის შესასვლელთან, კოსტავას ბაღში და 9 აპრილის ქუჩაზე. აღნიშნული ინიციატივა, გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის სახელწოდებაა "ბორჯომი ყველაზე სუფთა და ლამაზი". ფერადი ურნები ქალაქის ქუჩებში პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა განათავსეს.

პროექტს "ბორჯომი ყველაზე სუფთა და ლამაზი" ტელეკომპანია "ბორჯომი", კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მხარდაჭერით ახორციელებს.
Print