გარემოს დაცვა
"ბორჯომი ყველაზე სუფთა და ლამაზი"- პროექტის პრეზენტაცია ბორჯომში
პროექტს ტელეკომპანია „ბორჯომი",   “ IDS ბორჯომი-საქართველოს” მხარდაჭერით ახორციელებს და მიზანი, ბორჯომში ნარჩენების დახარისხების პოპულარიზაციაა.
პროექტის ფარგლებში ბორჯომში 15 ნაგვის ურნა განთავსდება, სადაც ქაღალდი, მინა და პლასტმასი ცალ-ცალკე კონტეინერში მოგროვდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო კამპანიები. მომზადდება სოციალური ვიდეო-რგოლები. პროექტი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება, თუმცა მისი დასრულების შემდეგ ნარჩენების დახარისხების პროცესი ბორჯომში ისევ გაგრძელდება.
Print