გარემოს დაცვა
საუკუნოვან ტყეს ბორჯომში "ქერქიჭამია" ანადგურებს
პლატოს ტყეში, "მბეჭდავ ქერქიჭამიას" სახელმწიფო, ფერომონიანი მწერსაჭერებით და სანიტარული ჭრებით ებრძვის. ამ დრომდე, განადგურდა 15 მილიონამდე მავნებელი. პრობლემის მოგვარების პირობა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დადო, თუმცა საუკუნოვან ტყეს "ქერქიჭამია" დღემდე ანადგურებს. არასამთავრობო სექტორი, გატარებულ ღონისძიებებს დაგვიანებულს უწოდებს, ადგილობრივი მოსახლეობა კი ტყეების შენარჩუნების იმედად რჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ბორჯომმა ტურისტი დაკარგოს.
Print