გარემოს დაცვა
ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალი - საპილოტე პროექტი 2 რეგიონში იწყება
ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალი საქართველოში - ქვეყნის 2 რეგიონში საპილოტე პროექტის განხორციელება იწყება, ამის შესახებ სამუშაო შეხვედრა თიანეთში გაიმართა. მცხეთა-მთიანეთში დაგეგმილია სასკოლო პანსიონის აღჭურვა ავტომატური რეჟიმის ბიომასაზე მომუშავე მიკროთბოსადგურით, სამცხე-ჯავახეთში კი სარეკრეაციო პარკი მოეწყობა. პროექტი უპრეცენდენტოა და მისი მიზანი საშეშე მერქნის მოხმარების შემცირებაა. მას საქართველოს ბიომასის ასოციაცია, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.
Print