გარემოს დაცვა
დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, რამდენიმე აქცია გაიმარა. მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მცხეთის მუნუციპალიტეტში, სოფელ გალაღანში, მცირე საოჯახო ტიპის სახლს სტუმრობა, სადაც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად, დარგვის აქციაში მიიღო მონაწილეობა. ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 -მდე ტუიას, თელასა და კაკლის სახეობის ნერგები დაირგო.

ასევე, „სუფთად ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობამ მიიღო.

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით "გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა"(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას. წლევანდელი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა ადამიანის კავშირი ბუნებასთან.

Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.