გარემოს დაცვა
დღეს მტკვრის დაცვის დღეა
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა, რომელიც კოალიცია "მტკვარ-არაქსის" ინიციატივით 1999 წელს დაარსდა.
მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია , სტუდენტებთან და სპეციალისტებტან ერთად მდ. მტკარზე წყლის სინჯების აღების პროცესს დაესწრო.

სააგენტოს ექსპრეს ლაბორატორიით სპეციალისტებმა მდ.მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს,
ადგილზე ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განისაზღვრა. ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები, მძიმე ლითონები სააგენტოს ლობორატორიაში შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მტკვრის დაცვის დღე 18 წელია აღინიშნება. მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მისი აუზი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს. მტკვრის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია; მდინარის მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390 კილომეტრია. საქართველო წყლის რესურსების სიუხვით ევროპაში მე-3 ადგილზეა. საქართველოს ტერიტორიაზე 26000-ზე მეტი სხვადასხვა სიდიდის მდინარე მიედინება, რომელთა საერთო სიგრძე 60 ათას კმ-ს აღწევს.

მტკვარი ტრანსსასაზღვრო მდინარეა, რის გამოც ეს დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად აღინიშნება.

გარემოს ეროვნული სააგენტო მდ.მტკვრის მონიტორინგის 14 წერტილში ახორციელებს ხოლო მტკვრის შენაკადებზე მონიტორინგი 17 წერტილში ხორციელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.