გარემოს დაცვა
გარდაცვლილი ტყის მცველის ოჯახს ღირსების ორდენი გადაეცა
ტყის მცველი მიმდინარე წლის თებერვალში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ბრაკონიერებმა მოკლეს.

დღეს, გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის გარდაცლილი ტყის მცველის კახაბერ ყურაშვილის ოჯახს ღირსების ორდენი გადასცა.

კახაბერ ყურაშვილი 2010 -2011 წლებში შიდა ქართლის სატყეო სამსახაურის, გორის სატყეო უბნის, ხოლო 2013 წლიდან 2017 წლამდე კასპის სატყეო უბნის ტყის მცველად მუშაობდა.


Print