გარემოს დაცვა
"აღადგინე ბორჯომის ტყე" - კამპანიას "ავერსი" და "ვისოლი" შეუერთდნენ
"აღადგინე ბორჯომის ტყე" - კამპანიას დღეს, სააფთიაქო ქსელი "AVERSI" და "WISSOL" შეუერთდნენ. მათი წარმომადგენლები დაბაში, 2008 წლის ომის დროს გადამწვარ ტყეს ესტუმრნენ. ნერგების დარგვის შესახებ სპეციალისტებისგან ჯერ რეკომენდაციები მიიღეს, შემდეგ კი საქმეს შეუდგნენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე, პირველ ეტაპზე 500 ძირი ფოთლოვანი ხე დაირგვება. აქციის მიზანი, განადგურებული, განსაკუთრებული ფუნქციური მნიშვნელობის მქონე ტყის აღდგენაა.

კამპანიის "აღადგინე ბორჯომის ტყე" ინიციატორია ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო, რომლის ორგანიზებით იგეგმება ქართული კომპანიების გაერთიანება ტყის სრული რეაბილიტაციისთვის. დაგეგმილი პროექტისთვის შეიქმნა ვებ-გვერდი www.aghadgine.ge. კამპანიის ფარგლებში 750 000 ხის დარგვა იგეგმება.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ბორჯომში ცეცხლი 950 ჰექტარ ტყის ფართობს მოედო, აქედან 250 ჰექტარი ტყის მასივი მთლიანად განადგურდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.