ტელეკომპანია ბორჯომმა დღეს უჩვეულო ამანათი მიიღო. ტუიას პატარა
ნერგს თან ბარათი ახლდა, რომელითაც IDS ბორჯომი ადრესატს მოუწოდებდა
გამხდარიყო ბუნების გულშემატკივარი, დაერგო და გაეხარებინა ხე .
ხეების დარგვის აქცია ბორჯომში ხვალ 26 აპრილს, პლატოს მიმდებარე
ტერიტორიზე გაიმართება. ტუიას ნერგი კი ტელეკომპანია ბორჯომის ეზოში
დაიდებს ბინას.