გარემოს დაცვა
ბორჯომში გამწვანების აქციაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ჩაერთო
ბორჯომი ტურისტული სეზონისთვის მზადებას იწყებს. ქალაქის ცენტრში არსებულ სკვერში დღეს გამწვანების აქცია მოეწყო. 250-მდე სხვადასხვა სახის მცენარე დღეს მხარის გუბერნატორმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დარგეს. აქციაში ჩაერთვნენ საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. ნერგების შესაძენად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 000 ლარამდე დაიხარჯა.
Print