გარემოს დაცვა
ტყის საერთაშორისო დღე მოსწავლეთა დაჯილდოებით აღინიშნა
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნიკო კეცხოველის პრემია 2017 და კონკურსის „ფოტოსინთეზი“ ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კონკურსანტებმა ფოტოები თემაზე - „ეს ჩემი ტყეა“ წარმოადგინეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინიციატივით, სამინისტროს რჩეული სკოლების მოსწავლეებს, გარემოსდაცვითი თემატიკის ვიდეომიმართვისთვის, საგზური საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გადაეცათ: სურამის N 4 სკოლის მოსწავლეები - ოკაცეს კანიონს, ჭიათურის N 2 საჯარო სკოლა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს; საირხის (საჩხერის რაიონი) სასულიერო სკოლა-პანსიონის მოსწავლეები კი სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეებს მოინახულებენ. ასევე, მინისტრის ინიციატივით, ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე -11 კლასის მოსწავლე ელენე გოგოლაძე ერთი დღით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
„მწვანე რეაქცია“ – ასეთი იყო ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც, ათასამდე გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა. სასკოლო ინიციატივებმა დაფარა საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთიც. საუკეთესო 100 სკოლა ერთმანეთს ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის და თბილისის ნახევარფილურ ტურებში შეხვდა, საიდანაც ფინალისტი სკოლები შეირჩა.
პრემიის გამარჯვებულებმა საჩუქრად სასკოლო–საზოგადოებრივი ცენტრების, ე. წ. „ეკო–ჰაბების“ პროექტები მიიღეს, რომელიც ყველაზე აქტიურ სამ სკოლას ყოველგვარი სამუშაო პირობით უზრუნველყოფს. შეხვედრის მონაწილეებს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ მიმართეს. ინიციატივა ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანზიაციების ქსელის (CENN) მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. ნიკო კეცხოველის პრემიის თანაორგანიზატორები არიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განათლების სამინისტროები. დაჯილდოების ცერემონიას პარტნიორი სახელმწიფო, საერთაშორისო, საზოგადოებრივი და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.